მადრიდში საქართველოს მოქალაქეები ძარცვის ფაქტზე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 14:51 | 14.11.2017
ნანახია: 862

მადრიდში საცხოვრებელი სახლის ძარცვის ფაქტზე ორი ქართველი დააკავეს. გამოცემა „ელ მუნდო“ იტყობინება, რომ შემთხვევა ესპანეთის დედაქალაქის უბან ჩამარტინში მოხდა.

პოლიცია ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც ერთ-ერთ მძარცველს ბინის მეპატრონემ დანაშაულის მომენტში შეუსწრო. გამოძიების ცნობით, დაიწყო ჩხუბი, რა დროსაც ბინის მფლობელი დაშავდა. მას სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

პოლიციამ ასევე დააკავა მძარცველის თანამზრახველი, რომლიც სამართალდამცავების გამოჩენის დროს გაქცევას შეეცადა. სავარაუდოდ, ისიც წარმოშობით ქართველია. პოლიციის ცნობით, დაკავებულებს თან აღმოაჩნდათ ბინების ძარცვისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე