თურქეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

საქართველო, თბილისი - 14:39 | 14.11.2017
ნანახია: 1089

თურქეთში მიგრანტების არალეგალურ გადაყვანაში ეჭვმიტანილი საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს.

თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა ეგეოსის ზღვაში 45 მიგრანტი დააკავა. ისინი საბერძნეთის კუნძულებამდე მიღწევას ცდილობდნენ.

თურქული მედიის ცნობით, რეზინის ნავებში მყოფი 22 მიგრანტი ბოდრუმის სანაპიროსთან აღმოაჩინეს. ისინი ბოდრუმში ჩაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო ცენტრში შემოწმება გაიარეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე