ბანკის ვალის გამო მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო - „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებულები შოთაძის გადადომას მოითხოვენ

საქართველო, თბილისი - 13:00 | 14.11.2017
ნანახია: 1217

გუშინ, ერთ-ერთმა დაზარალებულმა თავი ჩამოიხრჩო იმის გამო, რომ ბანკის ვალები ჰქონდა, ამის შესახებ „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზრალებულების ადვოკატმა, ფრიდონ სიხუაშვილმა ახალი ამბების სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენს'' განუცხადა.

მისივე თქმით, ბანკის ვალების გამოდაზარალებულები ქუჩაში დარჩნენ.

„ერთ თვეში, ერთი წელი ხდება, რაც ხანძარი მოხდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში დაზარალებულების არანაირი პრობლემა მოგვარებულა. ბანკის ვალების გამო დაზარალებულები ქუჩაში რჩებიან, პლუს, უმუშევრები არიან. ამ ადამიანებს ყველანაირი იმედი გადაეწურათ, ერთი წლის განმავლობაში გამოძიებას არაფერი გაუკეთებია, რაც გააკეთეს, ისიც მოჩვენებით გააკეთეს.

გამოძიების დროს გამოიკვეთა, რომ ბავშვთა სამყარო განზრახ გადაწვეს, უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო და რომ ამ ყველაფერზე სააქციო საზოგადეობა „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაცია იყო პასუხისმგებელი. ამის მიუხედავად, არაფერი წინ მიდის“, - განაცხადა ფრიდონ ადვოკატმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე