გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 14:14 | 16.11.2015
ნანახია: 1771

ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის პარალელურად, გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეგობართა ჯგუფის შეხვედრა ლიტვის რესპუბლიკის ინიციატივით შედგა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტები და სამომავლო პერსპექტივები, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა და ამ კონტექსტში ფართო მასშტაბიანი   რეფორმების მიმდინარეობის პროცესი; უახლოეს მომავალში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღების პერსპექტივა და ამ მიმართულებით აღინიშნა ქვეყნის მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესრულებისა და იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესი. 

შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობა ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით.

შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამომადგენლების მიერ დადასტურდა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე