დენიელ კრეიგს პუტინის როლის შესრულება კატეგორიულად არ სურს

საქართველო, თბილისი - 14:07 | 16.11.2015
ნანახია: 2275

ჰოლივუდის მსახიობმა დენიელ კრეიგმა გამოცემა Maxim-თან ინტერვიუში კითხვას შეასრულებდა თუ არა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის როლს კატეგორიული უარით უპასუხა და დაამატა, რომ მას არ სურს პუტინის როლის შესრულება იმიტომ რომ არ უყვარს, როდესაც ფინალში მისი გმირი კვდება. კრეიგმა ამით მიანიშნა, რომ პუტინს სევდიანი დასასრული ელოდება.

მსახიობს, რომელმაც აგენტ 007-ის - ჯეიმს ბონდის როლი შეასრულა ფილმში ”007: სპექტრი” თავისი თავი პუტინის როლში ვერ წარმოუდგენია. მისი თქმით, კატეგორიულ უარს იტყოდა, თუ კი ვალდიმერ პუტინის როლს შესთავაზებდნენ. მსახიობი მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერს გარკვეული გარემოებებში სიკვდილი ელოდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე