პირლომ კარიერა დაასრულა

საქართველო, თბილისი - 12:53 | 07.11.2017
ნანახია: 1415

ლეგენდარული იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. 

ნიუ იორკ სიტი - კოლუმბუსის მატჩში ვეტერანი ფეხბურთელი 90-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. ეს შეხვედრა მის კარიერაში უკანასკნელი გამოდგა.

პირლოს იტალიის ორ საფეხბურთო გრანდში მილანსა და იუვენტუსში აქვს ნათამაშები. ის სკუდეტოს მფლობელი 6-ჯერ გახდა. სანაკრებო დონეზე კი პირლომ ყველაზე დიდ წარმატებას 2006 წელს გერმანიაში მიაღწია, სადაც იტალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე