საქართველოს სპეცსამსახურები აფხაზეთში უკანონო მიგრაციის ორგანიზებით არიან დაინტერესებული - ე.წ. უსაფრთხოების სამსახური

საქართველო, თბილისი - 14:52 | 03.11.2017
ნანახია: 1690

საქართველოს სპეცსამსახურები აფხაზეთში უკანონო მიგრაციის ორგანიზებით არიან დაინტერესებული, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადმინისტრაციულ საზღვარზე ეგვიპტის, სომალის, იემენის და სუდანის მოქალაქეების დაკავებას. 

„უკანონო მიგრაციის ეს არხი შესაძლოა ქართული სპეცსამსახურების მიერ ყოფილიყო გამოყენებული რუსეთისა და ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე ტერორისტების შესაგზავნად“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

ცნობისათვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში 24 ოქტომბერს დააკავეს.
ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გალის რაიონში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ეგვიპტეს შვიდი, სომალის - ორი, იემენის - სამი და სუდანის სამი მოქალაქე დააკავეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე