ცემში შიდა გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველო, თბილისი - 11:27 | 16.11.2015
ნანახია: 1604

სოფელ ცემში 1630-მეტრიანი შიდა გზის რეაბილიტაცია დასრულებულია.სამუშაოები, რომელიც 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ცენტრალური ბიუჯეტიდან 468 258 ლარით დაფინანსდა. აღნიშული თანხით, სამანქანო გზის მთელ სიგრძეზე დაიგო არმირებული ბეტონი, მოეწყო ღია და დახურული სანიაღვრე არხები, გვერდულები კი ინერტული მასალით შეივსო. განხორციელდა ასევე გაბიონების მშენებლობა.

პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და ადგილობრივი მოსახლეობა ჩატარებულ სამუშაოებს დადებითად აფასებს. მუნიციპალიტეტმა პროექტი პრიორიტეტად ტურისტების მზარდი მოთხოვნილების გამო შეარჩია.

 საკურორტო ზონაში არსებულ სოფელში, სადაც წლების განმავლობაში არსებობდა შიდა გზის პრობლემა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე