ერთი ექიმი ერთდროულად, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში აღარ უნდა მუშაობდეს - აკაკი ზოიძე

საქართველო, თბილისი - 16:51 | 02.11.2017
ნანახია: 2622

„ერთი ექიმი რამდენიმე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში აღარ უნდა მუშაობდეს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს გზა  ბევრმა ქვეყანამ გაიარა და სამედიცინო პერსონალი ჩვენთანაც არ დარჩება უმუშევარი.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კონტრაქტი იმ კლინიკებთან და დაწესებულებებთან უნდა დაიდოს, რომელიც საუკეთესო სერვისს მიაწოდებს მოქალაქეებს. ეს გზა გაიარა ბევრმა ქვეყანამ, ჩვენ ამისთვის კლინიკებს დროს მივცემთ. სამედიცინო პერსონალი არ დარჩება უმუშევარი. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ექიმი ექვს დაწესებულებაში ერთად მუშაობს. ერთი დაწესებულებიდან მეორეში რომ გადადის და სხვადასხვა დაწესებულებაში დღეში 30 ოპერაციას აკეთებს, ხშირ შემთხვევაში, ამის გამო სამედიცინო შეცდომა მოსდის, რასაც პაციენტის ჯანმრთელობისთვის არცთუ სასურველი შედეგები მოჰყვება. ასეთი პრაქტიკა უნდა აღვკვეთოთ. ამ წლის ბოლომდე უნდა ვიმუშაოთ და მომავალი წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები იქნება", - განაცხადა აკაკი ზოიძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე