ბაკო ალანიას დღემდე უცნობი ცხოვრების დეტალები

საქართველო, თბილისი - 13:30 | 15.11.2015
ნანახია: 1875

ბავშვობიდან მღერის. მისი პირველი ნაბიჯები პედაგოგ ელიკო მეტრეველს უკავშირდება. პირველი გამოსვლა კი, ფილარმონიის სცენაზე ჰქონდა. ამბობს, რომ ეს დღე არასდროს დაავიწყდება. ამის შემდეგ იყო „ნუცას სკოლა“... ოცნება, გამხდარიყო მომღერალი, აუხდა. თუმცა დიდი წვალების და შრომის შედეგად. როგორც ამბობს, უწვალებლად ცხოვრებაში არაფერი ხდება და არც თავად ყოფილა გამონაკლისი. ყოველფეხის ნაბიჯზე ღვთის წყალობას გრძნობს, არის მორწმუნე, ცოტა დათრგუნულიც, მაგრამ ამავდროულად ძლიერი, იმდენად ძლიერი რომ ოჯახში, კაციც ისაა და ქალიც. ეს ბაკო ალანიაა. voice-ის ყველაზე, რეიტინგული კონკურსანტი, რომელიც ნოდიკო ტატიშვილის ჯგუფში მოხვდა.

ბაკომ დიდი გზა გამოიარა იმისთვის, რომ აქამდე მოსულიყო. მართალია კონკურსებზე არასდროს უფიქრია, თუმცა მეგობრების დაჟინებული თხოვნით და მათივე დახმარებით, ის voice-ის სცენაზე აღმოჩნდა.

ამბობს, რომ ცხოვრებისეულად ძალიან მებრძოლია, მაგრამ როცა საქმე საკუთარ თავს, მუსიკალურ კარიერას და პირად ცხოვრებას ეხება, სუსტი. „როდესაც კონკურსში იღებ მონაწილეობას ალბათ, სხვანაირი შემართება გჭირდება. უნდა იყო მებრძოლი, ცოტა ნაგლიც, შემტევი, რაც ცოტა არ იყოს ჩემში არ ზის, თუმცა ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ იმისთის, რომ ჩემი მეგობრების, ოჯახის წევრების და სანაცნობოს იმედები გავამართლო“, - ამბობს ბაკო.

მართალია 10 წელია, რაც ბენდში მღერის, მაგრამ ფართო საზოგადოებამ ის, როგორც მომღერალი დღეს ამ პროექტიდან გაიცნო. აქამდე არ უცდია ბენდთან ერთად რაიმე პროექტის გაკეთება, რადგან ამბობს, რომ საქართველიოს ბაზარი ამისთვის პატარაა. საქართველოში არ არის ისეთი ბაზარი, რომ შენ ბენდთან ერთად გააკეთო სერიოზული პროექტი, კონცერტი და შემდეგ, ჩვენო საზოგადოებას. ამას სჭირდება ფინანსები და ბევრი სხვა ნიუანსი. ამიტომ ძირითადად კომერციაზე გავთვალეთ, ვაკეთებ ქავერებს და ვმღერი სხვადასხვა ბარში“, - გვითხრა მომღერალმა.
კითხვაზე რას ნიშნავს ბაკო ალანიასთის კონკურსი, მომღერალი ასე გვპასუხობს: დამწყები მომღერლისთვის კონკურსი არის აბსოლუტური ტრამპლინი, რომლის მეშვეობითაც შენ იზრდები და სწავლობ ძალიან ბევრ რამეს, რაც შემდეგ ცხოვრებაში, შენს მუსიკალურ კარიერაში გამოგადგება. არის რაღაც ნიუანსები, რომელიც ამ კოკურსმა მასწავლა. მაგალითად: ვცდილობ სულ ფორმაში ვიყო, ვისწავლე კამერებთან მუშაობა, მოძრაობა, ასევე როდესაც გამოდიხარ სცენაზე, გიწევს ყველა ბგერას გაკონტროლება და სულ უნდა იყო მობილიზებული. კლუბში სიმღერის დროს, თუ რამე შეგეშალა არაფერია, რადგან ცდილობ მეორე სიმღერაში გამოასწორო შეცდომა, სადაც გაქვს 2 საათიანი პროგრამა, მაგრამ კონკურსზე გაქვს 3 წუთი იმისთვის, რომ შენი ნამღერით მოხიბლო პუბლიკა, მაქსიმალურად დაიხარჯო და თავი საუკეთესოდ წარმოაჩინო“.

ამბობს, რომ ნოდიკოსთან მშაობა სრული კომფორტია. „ნოდიკო, ძალიან პროფესიონალია. მთელი გულით აკეთებს იმ საქმის, რასაც ის ემსახურება. საოცრად მშრომელია, მზრუნველია, ყველანაირად მობილიზებულია, გვაძლევს რჩევებს, რეპეტიციებზე სულ ფორმაში ვართ, ჩენთან ერთად დგას და მაქსიმალურად გვეხმარება ყველაფერში“, - გვითხრა ბაკო ალანიამ.

ალბათ, ყველას გაინტერესებთ ბაკოს ცხოვრება, ის გზა, რაც ზოგადად მომღერალმა 28 წლის ასაკამდე გამოიარა.

მეგობრები ძლიერ პიროვნებად მახასიათებენ. სამწუხაროდ თუ საბედნეიროდ, ცხოვრებაში გამოვიარე ისეთი გზა, რომელიც ძალიან დიდ გამოცდილებას მაძლევს. ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ შენში არის რამდენიმე ქალიო. რეალურად, სახლში ვარ ქალიც, კაციც, მამაც, დაც, ძმაც და ყველაფერი. ეს არის ჩემი ცხოვრების წესი.

ოჯახში ვცხოვრობთ, მე, დედა და ჩემი და.

ოჯახი

10 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. მამა, მოსამართლე და ძალიან წარმატებული პიროვნება იყო. სამაგალითო პიროვნება, მეგობარი, მეუღლე, ადამიანი რომელიც არამხოლოდ ოჯახის, არამედ მთელი სანათესაოს იმედი იყო. რაც შეეხება დედაჩემს, ამ ადამიანმე შეძლო იმდენი რომ ოჯახი დღემდე მოეყვანა. საოცარი გონების პატრონია. ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარი და საუკეთესო მეგობარია. ადამიანი, რომლის გარეშეც შეუძლებელია ცხოვრება. საოცრად სტუმართმოუყვარეა. მოგესენებათ მეგრელებმა როგორი სტუმრიანობა ვიცით ხოლმე, ამიტომ ჩემს ოჯახში სულ სტუმარიანობაა, სულ ხმაურია და ეს ძალიან მახარებს. მყავს და, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ეს არის ადამიანი, რომელიც მთელ ოჯახს თითზე ატრიალებს, ოღონდ არ გეგონოთ, თავის სტატუსიდან გამომდინარე, არა. ჰოროსკოპით ლომია და ძალიან ლიდერია. რაც ეს პროექტი დაიწყო, თიკოს ძალიან კონტროლში ვყავარ. მეკრძალება თხლად ჩაცმა, რადგან სულ მეუბნება რომ გაცივდები და ვეღარ ვიმღერებ. ის ჩემი ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარია.

იმედგაცრუება

საკუთარ თავს არ მივცემ იმის უფლებას, რომ დეპრესიაში ჩავარდე ან იმედგაცრუებას მივეცე. ამის უფლებას, არც დედაჩემი და არც ჩემი სამეგობრიო წრე მომცემს. სულ ვაკონტროლებ საკუთარ თავს. ძალიან რეალისტი ვარ, არასდროს არ ამიგია ოცნების კოშკები. უნდა იბრძოლო ზოგადად ცხოვრებაში, რომ პრობლემები მოაგვარო. გამოსავალს ყოველთვის ნახავ, მთავარია ჯანმრთელები ვიყოთ..

პირადი ცხოვრება

პირად ცხოვრებაზე არასდროს მიფიქრია. სულ ვმუშაობდი, ვსწავლობდი. ცხოვრებაში სხვა მიზნებით ვიყავი და ვარ დაკავებული. აქედან გამომდინარე, პირად ცხოვრებაზე არასდროს მიფიქრია. არც მეცალა შეყვარებულობანას თამაშისთვის. ყოველთვის დაღვინებული გოგო ვიყავი. ალბათ, იმ ასაკში რომ ვყოფილიყავი შეყვარებული, დღეს ოჯახი მეყოლებოდა. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, მოდი ამაზე არ ვისაუბრებ.

გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე