თეა წულუკიანი მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 14:12 | 14.11.2015
ნანახია: 1849

იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებთან შეხვედრებს განაგრძობს. მინისტრი წულუკიანი პროკურორობის კიდევ სამ კანდიდატს შეხვდა: პაატა შავაძეს, რომელიც საადვოკატო კომპანია „საქართველოს ადვოკატთა გაერთიანებამ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს; ლაშა გოლუბიანს, რომელსაც რეკომენდაცია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და ახალგაზრდულმა მოძრაობამგაუწიეს; ნანა რევაზიშვილს, რომლის კანდიდატურა მთავარი პროკურორისპოსტზე მედიაკავშირმა „ობიექტივმა“, ა(ა)იპ „ქალთა თანადგომამ“ და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა წამოაყენეს.

იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორობის ყველა კანდიდატთან პირადად გასაუბრების შემდეგმთავარიპროკურორისპოსტზესამკანდიდატურას შეარჩევს და მომდევნო კვირასსაპროკუროროსაბჭოსწარუდგენს. საბჭო მთავარ პროკურორს ფარულიკენჭისყრითხმათა 2/3-ითდაამტკიცებსდასაქართველოს მთავრობასწარუდგენს, შემდგომკი − საქართველოს პარლამენტს.

მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან შეხვედრა თეა წულუკიანმა 12 ნოემბერს დაიწყო. გუშინ იუსტიციის მინისტრი ვლადიმერ გაბრიჩიძეს, ლენა კაპანაძესა და კოტე ჭილაიას შეხვდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე