ადამიანის უფლებათა სახლი გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტში დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 14:05 | 14.11.2015
ნანახია: 1689

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი პროკურატურას განცხადებით მიმართავს და იმ პირების დასჯას მოითხოვს, რომლებიც ადვოკატ გიორგი მდინარაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„პროკურატურამ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს განყოფილების ყოფილი უფროსი ლაშა კვირკვაია დააკავა. თუმცა, ჯერ კიდევ არ დასჯილა პოლიციის სხვა თანამშრომლები, რომლებმაც ფიზიკურად იძალადეს გიორგი მდინარაძეზე.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი პროკურატურას მიმართავს, რომ ყველა იმ პირის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, რომლებიც ამ ძალადობრივ ქმედებაში მოქმედებით თუ უმოქმედობით მიიღო მონაწილეობა“, - აღნიშნულია ადამიანის უფლებათა სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე