კობიაშვილი, იაშვილი და ოქრიაშვილი გურამ კაშიას სოლიდარობას უცხადებენ

საქართველო, თბილისი - 16:02 | 25.10.2017
ნანახია: 7905

ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ „ვიტესის“ მცველს, გურამ კაშიას ქართველი ფეხბურთელები და მათ შორის, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სოლიდარობას უცხადებენ.

ლევან კობიაშვილმა, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა სოლიდარობის ნიშნად Instagram-ის გვერდებზე გურამ კაშიას ფოტოები გამოაქვეყნეს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ლგბტ ადამიანებისადმი გურამ კაშიას მხარდაჭერას თბილისის მერი კახა კალაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიუხედავად მისი ეროვნებისა, მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, გამოხატოს თავისი შეხედულებები.



გურამ კაშიას და ლგბტ ადამიანებს სოლიდარობა გამოუცხადა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამაც.

მისი განცხადებით, დაუშვებელია ადამიანების დისკრმინაცია მათი სექსუალური ორიენტაციის გამო, არ შეიძლება მათი საზოგადოებიდან გამორჩევა და გარიყვა.



ცნობისთვის, ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-8 ტურის მატჩი „ჰერაკლესსა“ და „ვიტესს“ შორის, სადაც გურამ კაშიამ ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით ითამაშა, 15 ოქტომბერს გაიმართა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე