შს მინისტრის მოადგილე ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

საქართველო, თბილისი - 15:19 | 13.11.2015
ნანახია: 1895

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შომბი შარფი, აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი კორტნი ოსტრიანი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში ფლორიან გუბლერი, თბილისის მერი დავით ნარმანია და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. შს მინისტრის მოადგილემ დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართა.

აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორები არიან: გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის.“

ღონისძიების მიზანია საზოგადოებისა და ხელისუფლების ინფორმირება საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა. ასევე, არსებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და საზოგადოების სხვადასხვა სექტორის მობილიზება, რათა ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას და ავტოკატასტროფით გამოწვეული ფატალური შედეგების თავიდან აცილება ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდეს.

ღონისძიებაზე საგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ვიდეო რგოლის პრეზენტაციაც მოეწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე