კრიშტიანუ რონალდუ 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

საქართველო, თბილისი - 11:01 | 24.10.2017
ნანახია: 1542

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ფიფას ვერსიით 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

წელს 32 წლის პორტუგალიელმა სამეფო კლუბის შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, უეფასა და ესპანეთის სუპერთასები მოიგო.

რონალდუმ ჯილდოსთვის ბრძოლაში  „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი და პსჟ-ს თავდამსხმელი ნეიმარი ჩამოიტოვა.

ლონდონში გამართულ ცერემონიაზე, ასევე ფიფას ვერსიით, 2017 წლის საუკეთესო ტრენერად „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი დასახელდა.

ჯილდოს მფლობელები ეროვნული ნაკრებების ტრენერებისა და კაპიტნების, ასევე ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების ხმის მიცემის მეშვეობით გამოვლინდა.

ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული კრიშტიანუ რონალდუს 2008 და 2016 წლებშიც გადაეცა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე