21 წლის გოგონას ოფლის ნაცვლად სისხლი მოსდის - რა დაავადებასთან გვაქვს საქმე

საქართველო, თბილისი - 10:24 | 24.10.2017
ნანახია: 9109

იტალიაში 21 წლის გოგონა საავდმყოფოში უცნაური სისხლდენის გამო გადაიყვანეს. მას ხელის გულებიდან და სახიდან კანის დაზიანების გარეშე სისხლი სდიოდა. ამის შესახებ Canadian Medical Association Journal-ი იუწყება.

პაციენტმა განაცხადა, რომ დაავადებისგან უკვე სამი წელია იტანჯება და ვერ დაუდგენია რა იწვევს სისხლდენას.

მისი თქმით, სისხლდენა ერთიდან ხუთ წუთამდე გრძელდება, რომელსაც შემდგომ ძლიერი სტრესი ერთვის.

გოგონამ აღნიშნა, რომ იძულებული გახდა საზოგადოებისგან იზოლირებული ყოფილიყო, რამაც მას დეპრესია და პანიკური აშლილობა გაუმძაფრა.

ექიმებმა დაასკვნეს, რომ გოგონას იშვიათი დაავადება - ჰემატიდროზი აწუხებს, რომლის დროსაც ოფლი სისხლს ერევა და კანიდან გამოდის.

დაავადება გამოწვეულია სისხლძარღვების კედლების დაზიანებით. პაციენტს მკურნალობის კურსი დაუნიშნეს, რომელიც სისხლძარღვების სისტემის  გაძლიერებისა და სტრესის შემცირებისთვის არის განკუთვნილი. პრეპარატები გოგონას დაავადებას შეუმსუბუქებს, თუმცა სრულიად ვერ განკურნავს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე