,,ქართველი კაცები ყვ...ებს დააჟღარუნებენ და მოწოლილ ვაშკაცობას ქალების ცემა-ტყეპით იკმაყოფილებენ''

საქართველო, თბილისი - 22:27 | 23.10.2017
ნანახია: 21584

,,ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

,,ქართული პატრიარქალური საზოგადოება ერთობ სასაცილოდ გამოიყურება. როცა დარი ან სიამტკბილობაა, ქართველი კაცები დიდ გულზე დააბიჯებენ, ყვერებს დააჟღარუნებენ აქეთ-იქით და მოწოლილ ვაშკაცობას ქალების ცემა-ტყეპით იკმაყოფილებენ.

აი, თუ კრიზისი დაიწყო, ნაციონალური, ეკონომიკური, ეგზისტენციალური, გეოპოლიტიკური ან თუნდაც საბანკო, მყისვე ქალებს აგზავნიან პლანტაციებსა და ფირმა მოხუცებში ემიგრანტებად, ცოლებს აბრალებენ საკუთარ კორუმპირებულობას და ერთ ან რამდენიმე ქალს ატენიან ქვეყნის დაქცევას.

თან ფშლუკუნებენ: მთვრალი ვიყავი და ხათუნამ ბიუჯეტი გაფლანგა, ფეხბურთს ვუყურებდი და ზაირამ ომი დაიწყო, კირპიჩასთან ვსვამდი და შორენამ კოზა ნოსტრა შექმნა.. და ასე დაუსრულებლად," - წერს ქეთი დევდარიანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე