პრინცი ჰარი და მეგან მერკლი 2018 წლის ზაფხულში ქორწინდებიან

საქართველო, თბილისი - 16:23 | 23.10.2017
ნანახია: 2952

2018 წელს დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს ორი სიახლე ელოდება: აპრილში ქეით მიდლტონსა და და პრინც უილიამს მესამე შვილი შეეძინებათ, რამდენიმე თვის შემდეგ კი პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ქორწინდებიან.

კენსიგტონის სასახლე ოფიციალურად არც ნიშნობას ადასტურებს და არც მომავალ ქორწილს, მაგრამ ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ 33 წლის პრინცი ჰარი და 36 წლის „ფორს-მაჟორის“ ვარსკვლავი მეგან მარკლი არამხოლოდ დანიშნულები არიან, ქორწილის თარიღის შერჩევაც კი მოასწრეს.

თუ ინსაიდერებს დავუჯერებთ, ქორწილი 2018 წლის ზაფხულში გაიმართება და სასახლეშიც ამ ღონისძიების სამზადისი უკვე დაწყებულია.

მათივე მტკიცებითსამეფო კარი ქორწილის დღეს ოფიციალურად წლის ბოლომდე გამოაცხადებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე