კრემლი გერმანიის ავიაბაზაზე ამერიკული ატომური ბომბების განთავსების შემთხვევაში საპასუხო ნაბიჯებით იმუქრება

საქართველო, თბილისი - 15:16 | 23.09.2015
ნანახია: 2115

კრემლის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, გერმანიაში 20 ამერიკული ატომური ბომბის განთავსების შემთხვევაში, რუსეთი კონტრღონისძიებებს მიმართავს.

მისი თქმით, გერმანიაში ახალი ატომური ბომბების განთავსება ევროპაში სტრატეგიული ბალანსის დარღვევას გამოიწვევს და და ამ ბალანსის აღსადგენად რუსეთს საპასუხო ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.

ინფორმაცია აშშ-ის გეგმის შესახებ გერმანიაში ბიუხელის ავიაბაზაზე თანამედროვე ატომური ბომბების განთავსების თაობაზე გერმანულმა ტელეარხმა ZDF-მა გაავრცელა.

გერმანელი ჟურნალისტების მონაცემებით, საუბარია B61-12 ტიპის დაახლოებით 20 ბომბზე. თითოეული მათგანი სიმძლავრის მიხედვით ჰიროსიმაში ჩამოგდებული 80 ბომბის ტოლია.

გერმანელი ჟურნალისტების ინფორმაციის შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა.

ამ დროისათვის ბიუხელის ავიაბაზაზე 10-დან 20-მდე ამერიკული ატომური ბომბი ინახება. ეს გერმანიაში ერთადერთი ბაზაა, სადაც ამერიკული ბირთვული იარაღი დარჩა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე