ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს სპიკერს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 13:46 | 13.11.2015
ნანახია: 1531

საქართველო-სლოვაკეთის თანამშრომლობისა და ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს სპიკერის, პეტერ პელეგრინის შეხვედრაზე.

მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭროსივრცის ფარგლებში ორი ქვეყნის  პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებისპერსპექტივებზე.

ყურადღება გამახვილდა  პარლამენტთასორისი ურთიერთობებზე, სხვადასხვა სტრუქტურებს შორის სექტორულითანამშრომლობის განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარებისმნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის პროცესებს. აღინიშნა, რომ უვიზო რეჟიმის შემოღება იქნება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევნის მხარდაჭერისნათელი დემონსტრირება და საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგი.

მხარეებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ითქვა, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკა აქტიურადაა ჩართული „ვიშეგრადის ოთხეულის“ ფორმატში მუშაობის პროცესში, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პეტერ პელეგრინს, სლოვაკეთის რესპუბლიკის მხრიდანსაქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული არჩევანის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთში ალექსანდრე ნალბანდოვი დაესწრნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე