იუსტიციის საბჭომ გაზრდილი პასუხისმგებლობა უნდა გამოიყენოს პრობლემების მოსაგვარებლად - კახა კოჟორიძე

საქართველო, თბილისი - 19:00 | 20.10.2017
ნანახია: 962

ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე შეშფოთებას გამოთქვამს იუსტიციის საბჭოში ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო და აცხადებს, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით იუსტიციის საბჭოსათვის გაზრდილი უფლებამოსილებები ამ უწყებამ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად უნდა გამოიყენოს და არა ახალი პრობლემების შესაქმნელად.

,,წლების განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ საზოგადოება ინფორმირებულია, თუ რა ფუნდამენტური პრობლემები არსებობს. კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამ კონსტიტუციურ ორგანოს უზრდის უფლებამოსილებას და შესაბამისად, მას უნდა გაეზარდოს პასუხისმგებლობა.

 და იმის ნაცვლად, რომ ეს გაზრდილი პასუხისმგებლობა გამოყენებულ იყოს ამ პრობლემების მოგვარებისთვის, ჩვენ ვხედავთ ახალ პრობლემებს.

უაღრესად შემაშფოთებელია დღევანდელი ამბავი, რომ თურმე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის ასრულებს თავის პროფესიულ ვალდებულებას, არის მსხვერპლი უცენზურო სიტყვების და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების. ცხადია, ეს არის შემაშფოთებელი.

ალბათ აუცილებელია, რომ ყველა იმას, ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემების მოგვარება, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს ამ პრობლემების მოგვარებაზე.

აუცილებელია, გაიზარდოს საზოგადოებრივი კონტროლი ამ ორგანოზე, გაიხსნას მისი სხდომები და იქ, სადაც შესაძლებელია საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დაესწროს სხდომებს, მოისმინოს იქ მიმდინარე პრობლემები და იყოს მეტი საჯაროობა", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე