სპექტაკლს, ვუძღვნი გენიალური ცისანა ტატიშვილის და ზურაბ სოტკილავას ხსოვნას - თამარ ივერი

საქართველო, თბილისი - 16:38 | 20.10.2017
ნანახია: 1949

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 26 ოქტომბერს რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“ შესრულდება.

სპექტაკლში მთავარ პარტიას შეასრულებს მსოფლიოში ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი, ის ნედას იმღერებს.

თამარ ივერის პარტნიორობას გაუწევენ თბილისის ოპერის სოლისტები-ანზორ ხიდაშელი, სულხან გველესიანი, გიორგი წამალაშვილი, ირაკლი მურჯიკნელი.

„სპექტაკლს, 26ოქტომბერს, ვუძღვნი გენიალური ცისანა ტატიშვილის და ზურაბ სოტკილავას ნათელ ხსოვნას!!! ჩემს კერპებს, მამას უახლოეს მეგობრებს, კოლეგებს და ადამიანებს, ვის ხელში და გარემოცვაში გავიზარდე და დღემდე განვიცდი, რომ ვერ გავაცილე უკანასკნელ გზაზე. ნათელი და სანთელი არ მოჰკლებოდეს თქვენს ხსოვნას!! ამინ!“, - წერს სოციალირ ქსელში თამარ ივერი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე