პოლიტიკური ანგარიშსწორება გამორიცხულია - თეა წულუკიანი მარნეულის ინციდენტზე

საქართველო, თბილისი - 11:48 | 20.10.2017
ნანახია: 1287

,,აუცილებელია, ყველამ გავითავისოთ, რომ, ამ ეტაპზე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაიმე ვერსიებზე საუბარი, რადგან მიმდინარეობს გამოძიება. ამ საკითხის ვერავითარი პოლიტიზება ვერ მოხდება მარტო იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთ დაჭრილ პირს კანდიდატის სტატუსი აქვს", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდართან დაკავშირებით განაცხადა. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, პოლიტიკური ანგარიშსწორება გამორიცხულია და თემის არჩევნებთან და პოლიტიკასთან დაკავშირების გარეშე უნდა დავაკვირდეთ პროცესს და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. 

„აუცილებელია, ყველამ გავითავისოთ, რომ, ამ ეტაპზე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაიმე ვერსიებზე საუბარი, რადგან მიმდინარეობს გამოძიება. ამ საკითხის ვერავითარი პოლიტიზება ვერ მოხდება მარტო იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთ დაჭრილ პირს კანდიდატის სტატუსი აქვს.

რაც შეეხება ქვემო ქართლსა და იმ რეგიონებს, სადაც შეიძლება იყოს გარკვეული დაძაბულობის ნიშნები, რა თქმა უნდა, იქ როგორც ყველა წინა არჩევნებზე, შესაბამისი სტრუქტურები ფლობენ ინფორმაციას და აქვთ პრევენციული გეგმა იმისათვის, რომ ამომრჩეველმა მისთვის სასურველ პარტიასა და კანდიდატს ხვალ დილიდან ხმა მისცეს მშვიდ გარემოში" - განაცხადა თეა წულუკიანმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე