ზვიად სიჭინავა ლგბტ ადამიანებს სოლიდარობას უცხადებს

საქართველო, თბილისი - 10:34 | 19.10.2017
ნანახია: 4590

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ზვიად სიჭინავა ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ „ვიტესის“ მცველის, გურამ კაშიას მიერ ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაშს გამოეხმაურა.

როგორც ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, კაშიამ დააფიქსირა ის, რომ ყველა ადამიანი, განურჩევლად მისი სექსუალური შეხედულებისა, არის ჩვენი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი და მათი განსხვავება რაიმე ნიშნით, მიუღებელია.

მისივე განცხადებით, ის ამაყობს იმით, რომ გურამ კაშიასთან ბევრი წელი იმუშავა.

,,მინდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრისა და ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშიას ირგვლივ ატეხილ ხმაურს გამოვეხმაურო და მასზე ვისაუბრო.

გურამი ნაკრების წევრი და ვიცე-კაპიტანია, „ვიტესის“ კაპიტანი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის იცავს ყველა იმ ნორმას, რასაც უეფა ითხოვს - პატივისცემა და არა რასიზმს.

კაშიამ დააფიქსირა ის, რომ ყველა ადამიანი, განურჩევლად მისი სექსუალური შეხედულებისა, არის ჩვენი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი და მათი განსხვავება რაიმე ნიშნით, მიუღებელია.

4 წელი, უეფაში, სამართლიანი თამაშისა და სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტში, ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობდით და სწორედ ამას ვუწევდით პროპაგანდას, რომ დაუშვებელია ადამიანების დისკრმინაცია მათი სექსუალური ორიენტაციის გამო, არ შეიძლება მათი საზოგადოებიდან გამორჩევა და გარიყვა.

ადამიანებს ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და სიყვარული უნდა ჰქონდეთ, არ უნდა შევურაცხვყოთ ერთმანეთი განსხვავებული შეხედულებების გამო.

გურამ, შენ, პირადად ჩემთვის იყავი და ყოველთვის იქნები ქართული ფეხბურთის ნაწილი. შენ ბევრჯერ დაამტკიცე, რომ პატივია საქართველოს დროშის ქვეშ თამაში და ვამაყობ იმით, რომ შენთან ერთად ბევრი წელი ვიმუშავე", - წერს ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ზვიად სიჭინავა.

შეგახსენებთ, ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-8 ტურის მატჩი „ჰერაკლესსა“ და „ვიტესს“ შორის, სადაც გურამ კაშიამ ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით ითამაშა, 15 ოქტომბერს გაიმართა


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე