გაგვთიშეს, არჩევანი მათია - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 17:37 | 17.10.2017
ნანახია: 1632

„ჩვენ მოვითხოვეთ, არა მარტო „რუსთავი 2“-მა, არამედ წამყვანმა მედიასაშუალებებმა გადასახადი ჩვენი კონტენტის ტრანსლირებისთვის,“ - ასე აფასებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საკაბელო ოპერატორების მიერ ექვსი ტელეარხისთვის მაუწყებლობის გათიშვას.

კომპანია „მედია რაითს ჯორჯია“ ტელეარხებისგან მათი სიგნალის გავრცელებაში თანხას ითხოვდა.

„ეს არის ბუნებრივი, გადასახადი არის საბაზროზე უფრო დაბალი. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ეს უნდა გადაიხადონ. გაგვთიშეს, არჩევანი მათია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოიწვევს იმას, რომ ისინი თავის საბაზრო პოზიციებს დაკარგავენ და ძალიან სწრაფად დარჩებიან მომხმარებლების გარეშე,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

დღის 12:00 საათიდან „რუსთავი 2"-ს, ,,იმედს", ,,მაესტროს", ,,GDS-ს", ,,მარაოს" და ,,კომედი არხს" მაუწყებლობა საკაბელო ოპერატორებმა გაუთიშეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე