რონალდუმ ევროპელ მაღალანაზღაურებად ვარსკვლავების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა

საქართველო, თბილისი - 16:24 | 17.10.2017
ნანახია: 1140

Forbes -ის ვერსიით, მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ მეორე ადგილი დაიკავა ყველაზე მაღალანაზღაურებად ევროპელ ვარსკვლავებს შორის.

გამოცემის ინფორმაციით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გასულ წელს 93 მლნ დოლარი გამოიმუშავა. მანამდე რონალდუ პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად დასახელდა.

ივნისში ესპანეთის პროკურატურამ რონალდუ 14,7 მლნ ევროს მოცულობის გადასახადების დამალვაში დაადანაშაულა. სპორტსმენმა განაცხადა, რომ ბრალს არ აღიარებს და საგადასახადო ვალდებულების გადახდას არ აპირებს.

პირველი ადგილი ბრიტანელმა მწერალმა ჯოან როულინგმა დაიკავა.

გამოცემის ცნობით, ჰარი პოტერის თავგადასავლის ავტორმა ბოლო 12 თვის განმავლობაში 95 მლნ დოლარი დააგროვა. ის მსოფლიოში ყევლაზე მაღალანაზრაურებას მწერლად არის აღიარებული და Forbes-ის რეიტინგში ცნობილ უმდიდრეს ადამიანებს შორის მესამე ადგილს იკავებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე