ძალიან დიდმა ნაწილმა უბრალოდ აღარ უყურა სხვა არხზე გადაცემას - ნანუკა ჟორჟოლიანი ,,ნიჭიერის'' რეიტინგზე

საქართველო, თბილისი - 16:15 | 17.10.2017
ნანახია: 5452

გუშინ მეგაშოუს „ნიჭიერი“ „იმედის“ ეთერში პირველად გავიდა. ამასთან დაკავშირებით, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ნიჭიერმა არსებობის მანძილზე ყველაზე დაბალი რეიტინგი იმიტომ კი არ დაწერა, რომ სტაფში რამე შეიცვალა, რამე ვერ გააკეთეს, რამე დააკლეს. დაწერა იმიტომ რომ ეს შოუ იყო რუსთავი 2. ლოგო ამ არხის. მისი ორგანული ნაწილი. ამიტომ ძალიან დიდმა ნაწილმა უბრალოდ აღარ უყურა სხვა არხზე გადაცემას.

მე მიყვარს „ნიჭიერი“. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ძვირფასი ნაწილია, მაგრამ ვერანაირ წარმატებას ვერ ვუსურვებ სხვაგან. არ მიყვარს მოგონილი სოლიდარობა.

რაც არ უნდა გააკეთო რუსთავი 2-ზე ბრჭყვიალებს, და რთულია ამ შედეგის მიღება სხვაგან. ამის მეტი რა ვიცი. ბედნიერი დღე ყველას და გახსენებთ, ხვალ ნანუკას შოუა:)“

როგორც „ნიჭიერის“ გუნდი ამბობს, ტელეშოუმ რეიტინგი მოხსნა და რეკორდული შედეგი აჩვენა ყველა მთვევლის მიხედვით'',- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე