SOLO მომხმარებლები King David-ის მრავალფუნქციურ კომპლექსში განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ

საქართველო, თბილისი - 12:49 | 17.10.2017
ნანახია: 1245

SOLO და King David-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, SOLO მომხმარებლები, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენისას ფასდაკლებითა და იპოთეკურ სესხზე განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ.

სპეციალურად SOLO მომხმარებელს, აქვს უნიკალური შესაძლებლობა King David-ში საცხოვრებელი ბინა განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინოს და 6 თვის განმავლობაში საჩუქრად მიიღოს ბინისა და საყოფაცხოვრებო ნივთების (ავეჯი, ტექნიკა და სხვ.), ასევე დაზღვევის პაკეტი სადაზღვევო კომპანია „ალდაგისგან“.

King David-ის ცათამბჯენი, ქართველი და გერმანელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული კომპლექსია, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს წარმატებული და საქმიანი ადამიანებისათვის; ეს არის ადგილი, სადაც ბიზნეს საქმიანობისთვის, გართობისთვისა და განტვირთვისთვის ყველა პირობაა შექმნილი. King David-ის პროექტში განთავსებულია ლობი, ბარი, მისაღები, ივენთჰოლი, კაფეტერია, სპა, ფიტნესცენტრი, 28 მეტრის სიგრძის აუზი, 1 500 კვ.მ-ის ბაღი ღია ტერასაზე, A კლასის ბიზნეს ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე