პირველი ტურში გამარჯვებას შევძლებთ - არჩილ თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 15:40 | 16.10.2017
ნანახია: 1304

იმ მხარდაჭერით, რაც მოსახლეობის მხრიდან გვაქვს, პირველი ტურში გამარჯვებას შევძლებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქე არჩევნებზე მივიდეს, რადგან თითოეული ადამიანის ხმამ მნიშვნელოვანი ღირებულება შეიძინა. 

„ოპოზიციის ბრალდებები მხოლოდ და მხოლოდ იმის გადაფარვას ემსახურება, რაც თბილისის მერობის კანდიდატების დებატებისას ვნახეთ. ჩვენ დავინახეთ, რომ პრაქტიკულად, ყველა კანდიდატი კახა კალაძეზე საუბრობდა, ხოლო კალაძე თბილისის მომავალ განვითარებაზე, საკუთარ პროგრამასა და იმ პროექტებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს. 

მომდევნო წლების განმავლობაში, ოპოზიცია ჩვენზე ისაუბრებს, ხოლო ჩვენ იმ გეგმებისა და პროგრამების გადაჭრაზე, რაც მოსახლეობას აწუხებს. იმ მხარდაჭერით, რაც მოსახლეობის მხრიდან გვაქვს, პირველი ტურში გამარჯვებას შევძლებთ”, - განაცხადა თალაკვაძემ. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე