Björk თბილისში ორ კონცერტს გამართავს

საქართველო, თბილისი - 14:40 | 15.10.2017
ნანახია: 1450

თბილისში ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის, Björk-ის ორი სოლო კონცერტი გაიმართება, აის შესახებ ინფორმაცია SOU ფესტივალმა ,,ფეისბუკის'' ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. 

,,საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, კონცერტები თბილისის საკონცერტო დარბაზსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება”.

თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი 31 ოქტომბერს, 21:00-ზე დაიწყება. ბილეთების შეძენა ორშაბათს დილის 10:00-დან იქნება შესაძლებელი, საკონცერტო დარბაზის სალაროებსა და www.tkt.ge-ზე. ფასი: 50 ლარიდან – 570 ლარამდე.

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კონცერტი 3 ნოემბერს, 21:00-ზე დაიწყება. ბილეთების შეძენა ორშაბათს, დილის 10:00-დან იქნება შესაძლებელი ოპერის სალაროებსა და www.tkt.ge-ზე. ფასი: 80 ლარიდან -750 ლარამდე.
Фото SOU festival.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე