ტომ კრუზი მეოთხედ ქორწინდება

საქართველო, თბილისი - 15:57 | 13.10.2017
ნანახია: 2160

იმის შესახებ, რომ ტომ კრუზმა თვალი ვანესა კირბის დაადგა, ინსაიდერები ჯერ კიდევ მარტში წერდნენ. წყაროს თქმით, მსახიობი იმდენად იყო მოხიბლული თავისი კოლეგით, რომ მას „შეუსრულებელი მისიის“ მეექვსე ნაწილში მონაწილეობას სთხოვდა. კრუზისა და კირბის ურთიერთობის თემა კვლავ ამოტივტივდა. ტაბლოიდები წერენ, რომ კრუზი უკვე მზად არს ვანესას წინადადება შესთავაზოს.

 „ის მზად არის ვანესა ახალ მისის კრუზად აქციოს“, - წერს მედია.

პირველად კრუზი 25 წლის ასაკში მსახიობ მიმი როჯერსზე დაქორწინდა. სწორედ მისი წყალობით გახდა ტომი საენტოლოგიის მიმდევარი.

1990 წელს ტომ კრუზმა ფილმ Days of Thunder გადაღებაზე ნიკოლ კიდმანი გაიცნო. სწორედ კიდმანი გახდა მიმისა და ტომის განქორწინების მიზეზი. განშორებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ მსახიობმა კვლავ იქორწინა. ამჯერად – ნიკოლ კიდმანზე. მეორე ცოლთან ერთად კრუზმა 3 საერთო ფილმში ითამაშა, იშვილა 2 ბავშვი და მასთან ერთად თითქმის 10 წელი გაატარა. 

2006 ტომ კრუზი მესამედ ქეთი ჰოლმსზე დაქორწინდა.  2102 წელს ცოლ-ქმარი ოფიციალურად განქორწინდა და გააფორმა კონტრაქტი, რომლის თანახმად ჰოლმსს ხუთი წლის განმავლობასში გათხოვება არ შეეძლო. ქეთისა და ტომს ერთი ქალიშვილი სური ყავთ. ამჟამად ქეთი ჯეიმი ფოქსს ხვდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე