19 ოქტომბერს ლიკა ქავჟარაძეს პერსონალური გამოფენა უნდა გაეხსნა

საქართველო, თბილისი - 11:05 | 13.10.2017
ნანახია: 1824

,,რე" პრეფიქსი ანუ რეინკარნაცია" - ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს 19 ოქტომბერს უნდა გაეხსნა.

,,რე" პრეფიქსი ანუ რეინკარნაცია ლიკა ქავჟარაძის საყვარელი ნამუშევარი იყო. მსახიობი რიგით მეოთხე პერსონალური გამოფენის საზეიმოდ დახურვას 26 ოქტომბერს, მის დაბადების დღეზე გეგმავდა.

ლიკა ქავჟარაძემ ხატვა 30 წლის ასაკში, დედის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. 

ცნობისთვის, მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე