ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველო, თბილისი - 17:57 | 12.11.2015
ნანახია: 1592

13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ  რობერტ ფიცოს და ეროვნული საბჭოს სპიკერს, პეტერ პელეგრინს შეხვდება.

დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს  მთავრობასა  და  სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, გაფორმდება შემდეგი დოკუმენტები: "შეთანხმება დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ", "უნებრათვოდ მყოფი პირების რეადმისიის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების განხორციელების პროტოკოლი", "შეთანხმება მგზავრებისა და ტვირთის საავტომობილო გადაზიდვების შესახებ".

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე