მადრიდი ბარსელონასგან განმარტებებს ითხოვს

საქართველო, თბილისი - 18:21 | 11.10.2017
ნანახია: 1455

ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის ხელმძღვანელობისგან იმის განმარტებას ითხოვს, გამოაცხადა თუ არა ჟენერალიტეტმა რეგიონის დამოუკიდებლობა.

ოფიციალური განცხადება პრემიერმა მარიანო რაჰოიმ გააკეთა. იმ შემთხვევაში თუ კატალონიას დამოუკიდებლობა აქვს გამოცხადებული, მადრიდი კონსტიტუციის 155-ე მუხლს აამოქმედებს და კატალონიას თვითმმართველობას ჩამოართმევს.

დამოუკიდებლობის დეკლარაციას ჟენერალიტეტის პრეზიდენტმა კარლეს პუჩდემონმა ხელი გუშინ მოაწერა, თუმცა პარლამენტს მოუწოდა, დამოუკიდებლობის გამოცხადება გადადონ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე