გაფრთხილება არ მიმიღია - მეუფე პეტრე საგანგებო სინოდის სხდომაზე

საქართველო, თბილისი - 15:07 | 11.10.2017
ნანახია: 2066

დღევანდელი სხდომა არის წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი ჩვენი ეკლესიისთვის, - ამის შესახებ საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

,,ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, მათ შორის ჩემს შესახებაც იყო საუბარი, თუმცა გაფრთხილება არ მიმიღია", - დასძინა მეუფემ.

საქართველოს საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მეუფე პეტრეს გარდა, საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ, კომენტარი ჯერჯერობით არც ერთ სხვა მღვდელმთავარს არ გაუკეთებია. სხდომა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე