სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 13:30 | 11.10.2017
ნანახია: 1197

11 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 44 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.110 პროცენტით, მაქსიმალური 7.140 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  7.122 პროცენტით განისაზღვრა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე