ლარი გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:37 | 10.10.2017
ნანახია: 1094

10 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.4798 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4786 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში  0.12 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9229 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9109 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.20 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6730 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.2714 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 11 ოქტომბრიდან  შევა ძალაში.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე