პოლიციელებს კანონს არღვევინებენ, ამაზე პასუხი 21 ოქტომბერს უნდა გავცეთ - გიგა ბოკერია

საქართველო, თბილისი - 13:06 | 10.10.2017
ნანახია: 2808

,,საკრებულოსთან კანონის დარღვევას აქვს ადგილი'', - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ის რაც ახლა აქ ხდება, არის ივანიშვილის რეჟიმის და მმართველობის სიმბოლო.

,,მილიარდერს ჩვენს საერთო ქონებას ერთ ლარად ჩუქნიან, პოლიციელებს კანონს უხეშად არღვევინებენ, ამაზე პასუხი 21 ოქტომბერს უნდა გავცეთ“, - განაცხადა ბოკერიამ.

დღეს საკრებულოს სხდომაზე თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემაზე უნდა იმსჯელონ.

საკრებულოსთან დილიდან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 

ცვლილებებს ოპოზიცია აპროტესტებს.
 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე