ფიფამ პრეზიდენტობის კანდიდატების სია დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 14:15 | 12.11.2015
ნანახია: 2080

ფიფას საარჩევნო კომიტეტმა პრეზიდენტის პოსტზე ხუთი კანდიდატურა დაამტკიცა. როგორც ცნობილია, არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს უნდა გაიმართოს.


ფიფას შესაძლო ხელმძღვანელებს შორის არიან უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო, ფიფას ვიცე-პრეზიდენტი და იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი, სამხრეთ აფრიკის მშნებლობის ყოფილი მინისტრი ტოკიო სექსვალე, ფიფას გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ჟერომ შამპანი და აზიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი შეიხი სალმან ალ-ჰალიფა.

უეფას პრეზიდენტს მიშელ პლატინის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა, რადგან ის ორგანიზაციაში 2 მლნ შვეიცარიული ფრანკის ოდენობის კორუფციული გარიგების გამოძიებასთან დაკავშირებით საქმიანობას 90 დღით ჩამოაშორეს. სანქციის მოხსნამდე პლატინის კანდიდატურა არ განიხილება.

24 სექტემბერს ფიფას პრეზიდენტი ბლატერი თანამდებობას მას შემდეგ ჩამოშორდა, რაც სამართლადმაცავებმა სისხლის სამართლის საქმე დანაშაულებრივი გულგრილობისა და თანხების მითვისების ბრალდებით აღძრეს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე