2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 10 მლრდ-ი დოლარის ფარგლებში იქნება

საქართველო, თბილისი - 14:10 | 23.09.2015
ნანახია: 1872

 

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიარდი იქნება. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიარდამდე ლარი იქნება.

"მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია შემდეგ პარამეტრებზე - ეს არის 3 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, 3 პროცენტიანი საბიუჯეტო დეფიციტი და დაახლოებით 4-4,5 პროცენტიანი ინფლაცია, რაც გათვალისწინებულია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკით. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მომავალ წელს პირველად საქართველოში საშემოსავლო გადასახადის დიდი ნაწილი დარჩება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იქნება დაახლოებით 8,5 მილიარდი, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და ხარჯები კი დააახლოებით კი 10 მილიარდი ლარი (9,9 მლრდ ლარი)", - განაცხადა ნმოდარ ხადურმა.
 2016 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 3%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი გამოყენებული იქნება ეროვნული ბანკის პოლიტიკით განსაზღვრული მაჩვენებლის ფარგლებში - დაახლოებით 4,5%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში 3 მილიარდ ლარზე მეტით გაიზრდება და 33,8 მილიარდ ლარს მიაღწევს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე