ასტრონომებმა ახალი პლანეტა აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 12:34 | 12.11.2015
ნანახია: 1867

ამერიკელმა ასტრონომებმა ახალი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც მზისგან 38 სინათლის წელიწადით არის დაშორებული, რაც რამდენიმე ასობით ტრილიონ კილომეტრს შეადგენს.

ამერიკის ასტრონომთა კავშირის წარმომადგენელთა თქმით, პლანეტაზე ძალინა ცხელა და იქ სიცოცხლის არსებობაზე საუბარი შეუძლებელია.

სპეციალისტები პლანეტაზე დაკვირვებას აწარმოებენ, რათა მისი ორბიტის შესახებ მეტი ინფორმაცია მოიპოვონ.

აღმოჩენის შესახებ მეცნიერებმა ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე განაცხადეს. კონფერენციაზე ასევე ცნობილი გახდა მზის სისტემაში მდებარე დედამიწიდან ყველაზე შორს მყოფი ყინულის ციური სხულის შესახებაც. ის მზისგან პლუტონზე ორჯერ მეტად- 15 მლრდ კილომეტრითაა დაშორებული. ციური სხეული იაპონურმა ტელესკოპმა Subaru-მ დააფიქსირა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე