​ ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზად ვართ - პრემიერი

საქართველო, თბილისი - 11:09 | 03.10.2017
ნანახია: 1365

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტურისტული სეზონი უპრეცედენტოდ გრძელია და პრაქტიკულად  არ გაჩერებულა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანამ ზაფხულის მომავალი სეზონისთვის დღესვე უნდა დაიწყოს სამზადისი.

,,ჩვენ აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ ის შენიშვნები, სისუსტეები, რა მიმართულებით მოგვიწევს აქცენტების გაკეთება, ზამთრის სეზონისთვის ჩვენ პრინციპში დიდწილად მზად ვართ, მაგრამ მომავალი ზაფხულის სეზონისთვის დღესვე არის დასაწყები სამზადისის, თუ დავუშვათ, სად გვაქვს ნაკლოვანებები, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურა, ეს არის მომსახურების საკითხები, ეს არის ტრანსპორტის საკითხი, ეს არის ძალიან ბევრი ისეთი წვრილმანი, რომელიც არ არის წვრილმანი, ეს არის ექსკურსია მძღოლების კვალიფიკაციის საკითხი და ასე შემდეგ. მე ამ დღეების განმავლობაში შევისწავლე ის შენიშვნები და კომენტარები, რომლის სისტემატიზაციაც ჩვენ გავაკეთეთ. ძალიან ბევრი ისეთი რამ დავინახეთ, რაც აუცილებლად ახლავე არის დასაწყები, რათა მომავალი წლისთვის კიდევ უფრო მომზადებული შევხვდეთ. ვფიქრობ, ტურიზმის ზრდა გვექნება როგორც ზამთარში, ასევე მომავალ წელსაც 2018-ში და დღესვე გვაქვს დასაწყები. ამიტომ ამ შემადგენლობით შევიკრიბეთ. პრინციპში, ყველა ის მინისტრი, რომელიც დღეს ესწრება არის უშუალოდ ჩართული ტურიზმში, დაწყებული ეკონომიკის სამინისტრო, როგორც მთავარი, ასევე ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება, ასევე ფინანსები დაგვჭირდება რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა გავაუმჯობესოთ.

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ თბილისი სავსეა ტურისტებით. ბუნებრივია, ზაფხულის შემდეგ პატარა კლება მოხდა, მაგრამ შარშანდელ შემოდგომასთან შედარებით, გაცილებით ბევრი ტურისტი გვყავს. ახლა ჩვენ არამარტო თბილიში, არამედ ყველა მიმართულებაზე უნდა ვიმუშაოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე