ესპანელმა გულშემატკივრებმა პიკეს ნაკრების დატოვება მოსთხოვეს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 10:23 | 03.10.2017
ნანახია: 1776

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები „ბარსელონას“ მცველს ჟერარდ პიკეს ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიშის დროს სტვენით შეხვდნენ. ამის ამსახველი ვიდეო  YouTube-ზე გავრცელდა.

ფეხბურთის ფანები ტრიბუნებიდან შეურაცხყოფას აყენებდნენ 30 წლის ფეხბურთელს და მისგან ნაკრების დატოვებას მოითხოვდნენ.

1-ელ ოქტომბერს „ლას-პალმასთან“ თამაშის შემდეგ პიკემ განაცხადა, რომ მზად არის დატოვოს ესპანეთის ნაკრები, თუ კი ამას ხალხი მოისურვებს.

 მისი თქმით, ის კატალონიელია და ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა რეგიონის მოსახლეობისთვის რეფრენდუმის ჩატარების უფლება მიეცა.

კატალონიაში ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ რეფერუნდმი 1-ელ ოქტომბერს გაიმართა. კენჭისყრაში მონაწილეთა 90 პროცენტმა მხარი კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა. მასში მონაწილეობა 5,3 მლნ ამომრჩეველმა მიიღო. ოფიციალურმა მადრიდმა რეფერენდუმი უკანონოდ აღიარა.  ამ დღეს არეულობების გარეშე არ ჩაუვლია. პოლიციასთან შეტაკებების დროს დაშავდა 800-ზე მეტი ადამიანი.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე