Instagram-ის მომხმარებელთა რაოდენობამ 400 მლნ-ს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 14:10 | 23.09.2015
ნანახია: 2137

სოციალური ქსელის Instagram-ის მომხმარებელთა რაოდენობამ 400 მლნ-ს გადააჭარბა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოლო 100 მლნ ადამიანი სოციალურ ქსელს ცხრა თვის განმავლობაში დაემატა.

აღსანიშნავია, რომ ახალი მომხმარებელბი აქაუნტებს ძირითადად ევროპასა და აზიაში ქმნიდნენ. მომხმარებელთა მეოთხედი კი აშშ-ში ცხოვრობს.

Instagram-ი 2010 წლის ოქტომბერში შეიქმნა. ყოველდღიურად მომხმარებლები სოციალურ ქსელში 80 მლნ ფოტოსურათს ტვირთავენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე