ბრილიანტი ”ლურჯი მთვარე” აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 10:31 | 12.11.2015
ნანახია: 2002

უიშვიათესი ბრილიანტი ”ლურჯი მთვარე” ჟენევაში Sotheby's-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად - 48,63 მლნ დოლარად გაიყიდა. როგორც აუქციონის სახლის საიტზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, ლოტის სავარაუდო ღირებულება 35-55 მლნ დოლარს შეადეგნდა. ბრილიანტის ახალმა მფლობელმა ანონიმად დარჩენა ისურვა.

ძვირფასი ქვა 12,03-კარატიანია და თავის კლასში ყველაზე მსხვილ ბრილიანტად მიიჩნევა.

”ლურჯი მთვარის” გაყიდვამდე რეკორდსმენად, ფასის მიხედვით, აღიარებული იყო 59,6-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი Pink Star-ი, რომელიც 2013 წელს Sotheby's-ის აუქციონზე 83 მლნ დოლარად გაიყიდა, თუმცა 2014 წელს ცნობილი გახდა, რომ ვარდისფერი ბრილიანტის მყიდველმა თანხის გადახდა ვერ შეძლო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე