კახა კალაძე მსოფლიო ბრენდია - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 16:07 | 29.09.2017
ნანახია: 3185

,,კახა კალაძე ფეხბურთში მსოფლიო ბრენდია და მსგავსი მატჩი სადაც უნდა ყოფილიყო, ის ღონისძიებაზე მიწვეული მაინც იქნებოდა", - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გააკეთა და ცნობილია, რომ საქველმოქმედო მატჩისთვის ფინანსური რესურსი გამოყენებული არ არის.

„ცესკო-ს მოვუწოდებ, რომ ნებისმიერ ფაქტზე მკაცრი რეაგირება მოახდინოს, რათა საარჩევნო გარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. მიჩვეული ვართ, რომ არასამთავრობოები საკუთარ დასკვნებში გარკვეულ ტენდენციას ამჟღავნებენ, მაგრამ ნებისმიერი ფაქტი, რომელიც მათ დასკვნაშია აღნიშნული, ყურადღება მისაქცევია. რაც შეეხება მატჩს, ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გააკეთა და ცნობილია, რომ საქველმოქმედო მატჩისთვის ფინანსური რესურსი გამოყენებული არ არის. არ მგონია, სერიოზული კომენტარი გაკეთდეს იმაზე, საქველმოქმედო ღონისძიება უნდა მოინათლოს თუ არა წინასაარჩევნო კამპანიად. კალაძე მსოფლიო ბრენდია და მსგავსი მატჩი სადაც უნდა ყოფილიყო, მიწვეული მაინც იქნებოდა", - აღნიშნა მდინარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე