„ფულის მჭამელი და არაფრის მაქნისი მთავრობა ხართ“ - ჯაბა კილაძე

საქართველო, თბილისი - 14:36 | 11.11.2015
ნანახია: 3425

მსახიობი ჯაბა კილაძე, რომელიც საჯაროდ პოლიტიკურ მოვლენებს იშვიათად აფასებს, "ფეისბუქზე" საზოგადოებას, მთავრობასა და ოპოზიციას მიმართავს.

"ჩემი პოსტი ვერ იქნება პოპულარული, იმიტომ, რომ არ ვაგინებ, არ ვლანძღავ არავის და არ ვითხოვ რევოლუციას; გამგებმა გაიგოს. მიტინგი, ძალადობა, ჩარტყმა, სროლა, გადადგეს, იმიტომ, რომ მემინდალ მოკალით, იმიტომ, რომ მე მინდა... არ დაიღალეთ, არ მოგბეზრდათ, არ გინდათ ეს ერთი პატარა ქვეყანა ორივემ და საერთოდ ვინც ხართ ერთად პოლიტ-სპექტრი და არა მარტო პოლიტ-სპექტრი მთელმა საზოგადოებამ ერთად გავაკეთოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ვიცხოვრებთ კარგად, დავიჯერო, ასეთი ძნელია?
რაც თავი მახსოვს, სულ მესმის ზვიადიიი, ედუარდიიი, მიშაა, ბიძინააა, დაჟე სარკოო... აღარ მინდა ეს ბელადის სინდრომი... ევროპაში, სადაც ასე გულით გვინდა, იქ  ხომ ეგრე არ ყვირიან? მაგალითად, გერმანიაში ასე შვრებიან, ანგელააა, ანგელააა? იმ ევროპიდან თუ რამე უნდა აიღო მაგალითი, უნდა აიღო, როგორ უყვართ, როგორ ყვებიან თავის ქვეყანას ზედ, არა მარტო თავის შვილს, არა მარტო თავის სახლს და აივანს, ქვეყანას, გაიგეთ?! ვერ გავიგებთ, იმიტომ, რომ ერთი ფიქრობთ ნაცები დასახოცებიაო, მეორე ფიქრობს, ოცნება დასახოციაო.
მე ვფიქრობ, რომ აი, ამ მარაზმით და ქაოსით სარგებლობს რუსიც, ამერიკელიც და რა ვიცი, ყველა, ვისაც არ ეზარება და ჩვენ ამას ვერ ვხვდებით! ესე იყო სულ მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე, სულ შიდა პრობლემა და ამის საფასურს იხდიდნენ მომავალი თაობები, მათ შორის თქვენიც, ძვირფასო მთავრობავ და ოპოზიციავ! ასე რომ, ერთხელ მაინც სცადეთ ქვეყნისათვის, მომავლისთვის რაიმე სხვა ფორმით დაალაგოთ ქვეყანა. სისხლი სისხლს არ ბანს, პირიქით, მეტს ითხოვს, შეიგნეთ ეს ერთმაც და მეორემაც!!!
აღიარეთ ერთმა მხარემ, რომ დიახ, მიუხედავად სახლების ღებვისა, ბევრი სიბინძურე აკეთეთ და ეს ყველამ იცის, თქვენ პირველ რიგში, და მეორე მხარემ აღიარეთ, რომ მთავრობის დიდი ნაწილი უნიჭო, ფულის მჭამელი და არაფრის მაქნისი მთავრობა ხართ, რომელსაც გზის დაგებაც კი არ ეხერხება!
აღიარეთ ეს ყველაფერი და ერთხელ მაინც, საქართველოს ისტორიის მანძილზე ქვეყანა ერთად აშენეთ ყველამ! და ეს არაა შეუძლებელი, უბრალოდ ვერ წარმოგიდგენიათ. არა და, ისე კარგად შეიძლება....", - წერს მსახიობი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე