24 წელი ტრაგედიიდან - სეპარატისტებმა ქართველებით სავსე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

საქართველო, თბილისი - 14:10 | 22.09.2017
ნანახია: 2197

დღეს 24 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოხუმის (ბაბუშერას) აეროპორტში, სეპარატისტებმა და მათმა მხარდამჭერმა ძალებმა, ჩამოაგდეს ქართველებით სავსე თვითმფრინავი.

1993 წლის 22 სექტემბერს თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან აფხაზეთში მიფრინავდა, მტერმა ზღვიდან დაბომბა. მფრინავმა ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავის აეროპორტში გადასროლა შეძლო. მიწაზე დაშვებისას იგი ძირს დაენარცხა და შუაზე გაიპო. თვითმფრინავში მყოფთაგან ცოცხალი მხოლოდ 16 გადარჩა

ამჟამად დიღმის ძმათა სასაფლაოზე ბაბუშერას სამარხიდან 104 ნეშტია დაკრძალული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე