ლევან ბერძენიშვილი: სამხედროში გაწვევა ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება

საქართველო, თბილისი - 14:02 | 11.11.2015
ნანახია: 1659

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ჯარი პროფესიული უნდა იყოს და გაწვევები არ უნდა ხდებოდეს.

როგორც ჟურნალისტებს ბერძენიშვილმა განუცხადა, ჯარში ადამიანი სიხარულით უნდა მიდიოდეს და ეს უნდა იყოს მისი მოწოდება. მისი თქმით, ჯარი უპატრონოების თავშესაფარი არ უნდა იყოს.

„ჯარი საპატიო და საამაყო საქმიანობაა. ჯარი ასეთი შეიძლება იმ შემთხვევაში გახდეს,  თუ  სათანადო დაფასება იქნება. ამ ყველაფერს კანონები და პროფესიონალების მოწვევები სჭირდება. ეს ერთ დღეში ვერ მოხდება. გაწვევა ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება, რადგან შეიძლება, შინაგანად მეომარი არ ვარ, ან ამას რელიგია მიკრძალავს. ახალგაზრდა რომ ვიყო და თავი მომწონდეს, შეიძლება, ქართულ ჯარში სამსახური მიღირდეს იმად, რომ გოგონების აღფრთოვანებული მზერები დავიჭირო“, - დასძინა ბერძენიშვილმა.

„ახალი პოლიტიკური ცენტრის“ წევრმა, ოპოზიციონერ დეპუტატმა, ზურაბ ჯაფარიძემ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამხსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის მიხედვით, კანონმდებელი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ გაწვევების სამსახურის გაუქმების, ან რეფორმის იდეით გამოვიდა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც. მინისტრი მიიჩნევს, რომ წვევამდელები ყარაულის ფუნქციებს არ უნდა ითავსებდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე