სააკაშვილის დროს არ მომხდარა ესეთი მასობრივი შეტევა ეკლესიაზე, როგორც დღეს - ნინო ბურჯანაძე

საქართველო, თბილისი - 16:48 | 21.09.2017
ნანახია: 2499

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი საპატრიარქოს და ე. წ. ციანიდის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ ასეთი ღია შეტევა საპატრიარქოზე სააკაშვილმა ვერ გაბედა.

,,მე არ ვიცი ამის უკან ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი დგას თუ არა, მაგრამ ერთი რამე ფაქტია, რომ სააკაშვილის დროს არ მომხდარა ესეთი მასობრივი შეტევა, ვერ გაბედა სააკაშვილმა ასეთი მასობრივი შეტევა ეკლესიაზე, როგორც ეს ხორციელდება დღეს," - აცხადებს ,,ტვ პირველთან“ ნინო ბურჯანაძე.

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ამბობს, რომ გამოჩნდება რისი ბრალია ეს ყველაფერი - ხელისუფლების უსუსურობის თუ ვიღაცის შეგნებული მოქმედების.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე